,,ხელისუფლება წევრ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის საკითხზე აქტიურად მუშაობს”- დარჩიაშვილი

118
spot_img

უკვე 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად გაფორმდეს, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება წევრ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„მას შემდეგ, რაც კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა, ერთი მხრივ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ დინამიკურ ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში – საქართველო-ევროკავშირი, პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს ძლიერად მობილიზებული პარტნიორების ხმა.

დარწმუნებული ვართ, ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ, გეოპოლიტიკურად გამართლებულ და ასევე დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს მწვანე შუქს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის ფორმატში, რომლითაც გადავალთ ევროინტეგრაციის საბოლოო ფაზაში, რომელიც კიდევ უფრო კომპლექსური, რთულია, თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა, გაცხადებული მიზანია, რომ ქვეყანა ვაქციოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.