ხაზარაძე-ჯაფარიძე მწარედ დამარცხდნენ საქართველოსთან საერთაშორისო დავაში, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რეალურად რა პოლიტიკურ ძალასთან აქვს საქმე და ვის არ უნდა მისცენ ხმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
„ხაზარაძე-ჯაფარიძე მწარედ დამარცხდნენ საქართველოსთან საერთაშორისო დავაში, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ. სასამართლომ უკვე მერამდენედ, ერთ შემთხვევაში პირდაპირ, ხოლო მეორე შემთხვევაში ირიბად აღიარა ამ დაჯგუფების თაღლითობა. მეორე მხრივ, ნათელია, რომ ის პოლიტიკური მრწამსი, რომელსაც ხაზარაძე-ჯაფარიძე ქადაგებს, არის პირდაპირ დაკავშირებული ანტიქართულ მიმართულებასთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„ნაციონალური მოძრაობა“ და ანტიქართული პოლიტიკა ეს არის ერთი და იგივე, რომლის წარმომადგენლებიც არიან ხაზარაძე და ჯაფარიძე.
საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რეალურად რა პოლიტიკურ ძალასთან აქვს საქმე და ვის არ უნდა მისცენ ხმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.