ხანდახან, მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ გავუმკლავდები – ხვიჩა კვარაცხელია

169
spot_img

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჟურნალმა „ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რა დროსაც „კვარამ“ იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც დღეისთვის აკისრია.

„ნაპოლიში თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ შემიძლია ამას გავუმკლავდე. როცა მოედანზე გავდივარ, ზეწოლა სადღაც ქრება. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს – ვთამაშობ ფეხბურთს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა თავის მეტსახელთან, „კვარასთან“ დაკავშირებით.

„როცა პირველად გავიგე ჩემი გვარი მარადონასთან მიმართებით, თავი სიზმარში მეგონა. დიდებული განცდაა, როცა ასეთ ფეხბურთელს გადარებენ. როცა უკან ვიხედები, ძნელი წარმოსადგენია პატარა ერის წარმომადგენლისთვის კარიერის ასე განვითარება, მაგრამ ამბიციური ვარ. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ოცნების, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე”, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.