უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება – ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სოფო ჯაფარიძემ განაცხადა , მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წერილებსა და მოსაზრებებს ადვოკატების მეშვეობით, ყოველდღიურად მიიღებს და ყველას უპასუხებს.
„მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქალაქეებთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და გიპასუხებთ.
საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ყველას შეეძლება წერილის მოტანა, მოსაზრების გაზიარება, რასაც ჩვენი ადვოკატების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მიიღებს და ყოველდღიურად გასცემს ჩვენს მოქალაქეებს პასუხს. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი მზად და დეტალებს გაგაგებინებთ,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.