ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ახლა რაღაც პრეტენზიებს აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა-შალვა პაპუაშვილი

8
spot_img

ეს ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ახლა რაღაც პრეტენზიებს რომ აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სპეკულაციებს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა – „როგორც ფარისევლობას“.

„ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, ვინც კონფედერაციაზე საუბრობდა და ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, რომელიც 2008 წელს ოფიციალური წერილით, რომელიც სააკაშვილმა მისწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს მედვედევს, სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას რუსეთთან. ასე რომ, ეს ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, ეს ხალხი, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ეს ხალხი, რომელიც კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ეს ხალხი ახლა რაღაც პრეტენზიებს რომ აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.