,,ხაბეიშვილს არავითარი რესურსი გააჩნია, რომ საზოგადოებას რამით თავი მოაწონოს”- ვოლსკი

64
spot_img

„ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ფიქციური თავმჯდომარეობით და მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ხაბეიშვილს არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ საზოგადოებას რამით თავი მოაწონოს. „ზოგადად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი. ფაქტები, პროცესები, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ფიქციური თავმჯდომარეობით და მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს. ვერც ფიზიკურ შეტევას ახორციელებს ციხეზე, როგორც ის ამას საზოგადოებას დაჰპირდა. არავითარი სხვა რესურსი, რომ რამით თავი მოაწონოს საზოგადოებას ან პროგრამით, ან ხედვით, ან თუნდაც ფილოსოფიურად ღრმა მსჯელობით, ხაბეიშვილს არ გააჩნია. ერთი დარჩა მელია, რომ პერიოდულად შეაგინოს ხოლმე და რა თქმა უნდა, თავის მხრივ მელიაც ვალში არ რჩება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.