აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა ჩარლზ ბრაუნმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში 24 საათში დაასრულებდა უკრაინაში მიმდინარე ომს.
„თუ ის [დონალდ ტრამპი] ამას [უკრაინაში ომის დასრულებას] 24 საათში შეძლებს, ეს იქნება კარგი“, – თქვა ბრაუნმა.
ტრამპი, რომელიც „რესპუბლიკურმა“ პარტიამ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა, არაერთხელ ამბობდა, რომ კონფლიქტი უკრაინაში არასდროს უნდა დაწყებულიყო. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებდა.