
კანადა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„კანადა და ჩვენი მოკავშირეები ცალსახად წინააღმდეგი არიან ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური და უსამართლო დარღვევის. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რამდენიმე საათში მოლაპარაკებებისთვის დაჯდომას, რათა ვისაუბროთ იმაზე, როგორ გავაგრძელებთ ერთმნიშვნელოვნად უკრაინის დაცვას, ასევე იმ წესების დაცვას, რომლებიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ტრუდომ.
მისივე თქმით, უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ „ისინი იბრძვიან იმ ძირითადი წესების დასაცავად, რომლებიც მთელ მსოფლიოში ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და უკვე თითქმის 80 წელია, გრძელდება“, – აღნიშნავს პრემიერი.