კამალა ჰარისის მოკავშირეებმა დაიწყეს დემოკრატი დონორების მოზიდვა ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იმ შემთხვევისთვის, თუ ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას შეწყვეტს -Politiko

41
spot_img

ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მოკავშირეებმა დაიწყეს დემოკრატი დონორების მოზიდვა ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას შეწყვეტს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politiko  საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას აღნიშნულ პროცესებში ჩახედულმა პირებმა უთხრეს, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დონორმა დაიწყო ჰარისის მხარდასაჭერად დემოკრატიული პარტიის ქალი დონორებისგან შემოწირულებების შეგროვება, ხოლო ქალთა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დაიწყო მოლაპარაკებები თავის დონორთან, რათა უზრუნველყოს პირველადი შემოწირულებები ჰარისის პოტენციური კამპანიისთვის.

მედიასაშუალების ცნობით, წყაროებმა მას ფინანსური მანევრების შესახებ ინფორმაცია ანონიმურობის მკაცრი პირობით გაუზიარეს, რაც აიხსნება ჰარისის, როგორც ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, განსაკუთრებით დელიკატური პოლიტიკური მდგომარეობით და დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის მომავალთან დაკავშირებით დაძაბულობით.

როგორც „პოლიტიკოსთვის“ გახდა ცნობილი, ზოგიერთმა დონორმა უკვე განაცხადა, რომ სურთ კამალა ჰარისის კამპანიის დაფინანსება.

„დონორები რიგში ჩადგებიან ჰარისის მხარდასაჭერად, როგორც კი ის პოტენციური კანდიდატი გახდება. ჩვენ გვესმის ყველა ჩვენი დონორისგან, რომ მათ მისი მხარდაჭერა სურთ“, – განუცხადა მედიასაშუალებას ქალთა პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერმა.

როგორც „პოლიტიკო“ წყაროებზე დარდნობით წერს, ეს ძალისხმევა მიმდინარეობს დემოკრატიულ პარტიის მაღალჩინოსნებს შორის ქაოსის, ბაიდენის მიმართ საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოწოდებებისა და გამოკითხვების არასახარბიელო შედეგების ფონზე.