კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 50 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

5
spot_img

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის გადამუშავებულია 50 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. თითქმის სრულად დაბინავდა1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი – 12 სექტემბერს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტრამდე ვენახის ფართობი დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან;

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონაა.