
სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს თბილისის მერს, კახა კალაძეს.
მისი განცხადებით, კახა კალაძე „აბსოლუტურ ისტერიკაშია“.
„ეს კაცი ამ „ბრიქაობის“ ნაცვლად, დაინტერესებული რომ იყოს, ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები რომ დაასისხლიანეს, ერთი საქმე გამოეძიებინათ – ჟურნალისტები რომ დაასახიჩრეს, ქუჩაში რომ დასდევდნენ, მათ შორის თქვენს კოლეგებს, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ერთი საქმე რომ ჰქონდეთ გამოძიებული, ვიტყოდი, რომ ადეკვატურად „იწელება“ ეს კაცი, მაგრამ რაც ვნახე, აბსოლუტურ ისტერიკაშია. „აბა, გაბედეთ“- იძახის და უკაცრავად, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც კანონს და კონსტიტუციას გადადის. ესენია ის ხალხი, ვისაც კანონიც ფეხებზე ჰკიდიათ და კონსტიტუციაც, მძარცველები არიან და ეს არის მათი ყოველდღიურობა. კახი, ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ გაბედავთ ადამიანების წამებას. ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ მოიტაცებთ ჩვენს მოქალაქეებს და მერე სისხლის გუბეებს ვერ დააყენებთ ე.წ. პოლიციის ავტომობილებში. კი, ამას გავბედავთ და თქვენ არ წაგიცდეთ ხელი. დამშვიდდი, დადინჯდი, ეს ისტერიკა ცუდია, გუნდში გეტყვიან, რომ შენი გამომეტყველება ძალიან მშიშარა, მხდალი კაცის გამომეტყველებას ჰგავდა. სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს. მუდმივად ჩვენ და ხალხი ელოდება, ვის რამდენს მოჰპარავთ, ვის რამდენს მიუსჯით, ვის დაიჭერთ და ფიზიკურად გაუსწორდებით, 4 ოქტომბერს ახლა ჩვენ დაგველოდეთ, რა განაჩენს გამოვიტანთ. მათი მოწოდებებია, რომ „აბა, გაბედეთ უკანონობა“- არა კახი, აბა თქვენ გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი. ამ შემთხვევაში, ნამდვილად მიიღებთ მრისხანებას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.