კაია კალასმა და მარკო რუბიომ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

33
spot_img

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელზეც უკრაინაში ომი, ასევე ირანისა და ჩინეთის საკითხი განიხილეს.

„კარგი საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან. ჩვენ განვიხილეთ გლობალური საკითხები, სადაც ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში, ირანის მავნე გავლენა და ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევები. ევროკავშირი და აშშ ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები არიან. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.

https://x.com/kajakallas/status/1884298044398792782