ჯო ბაიდენის უკრაინულ კოალიციას ანგარიშსწორება ელოდება – რას წერს „ნიუსვიქი“

64
spot_img

ამერიკული „ნიუსვიქი“ (Newsweek) აქვეყნებს სტატიას „ჯო ბაიდენის უკრაინულ კოალიციას ანგარიშსწორება ელოდება: ევროპელმა არჩევნებმა მოსკოვის მხარდამჭერები გააძლიერა“ (ავტორი – დევიდ ბრენანი, დიპლომატიური კორესპონდენტი).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა ევროპულ ისტებლიშმენტში შოკი გამოიწვია. ლიბერალურმა ბლოკმა „ევროპის განახლებამ“ მიიღო 179 ადგილი, ანუ ადრინდელ მდგომარეობასთან შედარებით, 23 ხმა დაკარგა, მემარჯვენე ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო 186 ადგილი (ჰქონდა 177), ხოლო პარტია „ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა“ – მიიღო 73 ადგილი, ანუ ხუთით მეტი, ვიდრე ჰქონდა.


185 მილიონმა ხმამ 27 ქვეყნიდან ულტრამემარჯვენეთა პროგნოზირებული მხარდაჭერა აჩვენა: ევროსკეპტიკოსებმა, იმიგრაციის მოწინააღმდეგეებმა და კრემლოფილებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში. ეს ქვეყნები ტრადიციულად ითვლებიან ევროპული საზოგადოების ეკონომიკურ ლოკომოტივებად და პოლიტიკურ საყრდენებად. რომელიმე მათგანის ულტრამემარჯვენე ორიენტაცია არაფერს კარგს არ მოასწავებს და შეუძლიათ გადააყირაონ პროუკრაინული ტრანსატლანტიკური სტრატეგია, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.


ფრანგი მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანებამ“ თითქმის მთელი საფრანგეთის ხმების ერთი მესამედი მიიღო, რამაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს პარლამენტის დათხოვნაზე და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისაკენ უბიძგა. მეზობელ გერმანიაში კი კანცლერი ოლად შოლცი და მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია მემარჯვენე მეტოქეებმა დაამცირეს. პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბლოკიდან „იდენტურობა და დემოკრატია“ გარიცხეს, ხმების 16% მიიღო.


მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების უშუალო ეფექტი შეზღუდული იქნება, ევროპარლამენტში შეცვლილი ძალთა ბალანსი ქმნის უთანხმოებისა და ქაოსის ზრდის რისკს. არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს ევროკავშირის გაფართოებაზეც – უკრაინა, მოლდოვასთან, საქართველოსთან და რიგ სხვა ქვეყნებთან ერთად, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ამჟამად ევროკავშირის „მოსაცდელ დარბაზში“ იმყოფება. უფრო ძლიერ ულტრამემარჯვენე ბლოკს შეუძლია ახალი წევრების დამატების ტორპედირება ან მათი მიღების ვადების გადაწევა.


წყარო