ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

39
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაზე ნაფიცმსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სი ენ ენი“ ავრცელებს.

ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

როგორც „სი ენ ენი“ წერს, გადასახდელი ჯარიმა, შესაძლოა ბევრად ნაკლები იყოს, რადგან ჰანტერ ბაიდენს ნასამართლობა არ აქვს.

ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდე ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.