ჯო ბაიდენი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას არ ემხრობა – CNN

0
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ემხრობა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ჟურნალისტის კითხვაზე – მოსალოდნელია, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „არა“.

ბაიდენის თქმით, აშშ განიხილავს ისრაელთან, როგორ უნდა უპასუხონ ირანის სარაკეტო თავდასხმას.

ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის ესაუბრა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ირანის თავდასხმას პროპორციულად უნდა უპასუხოს.

„ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, მანამდე გამოცემა „აქსიოსი“ ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავდა, რომლის სამიზნე შესაძლოა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ბირთვული ობიექტები გამხდარიყო.