ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

3
spot_img

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ.

როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ.

თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია.

როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა.

ადგილზე ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, რომლებიც თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. სტუდენტები სკანდირებენ -“შეუშვით”.