ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ აღარ დაინიშნა თამარ გაბუნია მის მოადგილედ ახალი მთავრობის პირობებში

17
spot_img

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რატომ აღარ დაინიშნა თამარ გაბუნია მის მოადგილედ ახალი მთავრობის პირობებში.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივაცია არ აქვს.

„ჩვენ ასე შევთანხმდით. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პროცედურის თანახმად, ხელახლა ხორციელდება მინისტრების წარდგენა პრემიერ-მინისტრისთვის. ამ ეტაპზე შევთანხმდით ასე. ეს იყო შეთანხმება. გვაქვს ჩვენ-ჩვენი მიზეზი, რაზეც შეიძლება საჯაროდ არ ვისაუბროთ. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო რაიმე პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკური ფაქტორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება – თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.