„პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას და როგორც მან აღნიშნა, მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე. საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველო კარგავს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერა ბრიუსელში. მან ხაზი გაუსვა ერთობის აუცილებლობას ივანიშვილის ანტიევროპული, ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს ერთობა შედგეს ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე. საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველოს აღარ აქვს შანსი შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი, ხოლო ამ კურსის დაკარგვა ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.