“ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია, ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს” – ლაშა ფარულავა

16
spot_img

ახლა, სალომე ზურაბიშვილის ჯერი დადგა და ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია, ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ის ძირითადი გზავნილები, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა,

ლაშა ფარულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველა პოლიტიკურ საკითხს ქვეყანაში.

„2013 წლის 8 თებერვალს, მან პრეზიდენტ სააკაშვილს არ მისცა უფლება, წარედგინა თავისი წლიური ანგარიში და საზოგადოებისთვის გაეცნო. როდესაც მარგველაშვილი გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა, ბიძინა ივანიშვილი არ აძლევდა მარგველაშვილს თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, მათ შორის პარლამენტში.

ახლა, სალომე ზურაბიშვილის ჯერი დადგა და, როგორც ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ის ძირითადი გზავნილები, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა არის, საქართველო იხილოს ევროკავშირში, პროდასავლური ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას წევრობისკენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი იმიტომ შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს, თუმცა ეს მას არ გამოუვა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.