ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ „ოცნებისთვის“ ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს -მამუკა ხაზარაძე

22
spot_img

ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ „ოცნებისთვის“ ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე თელავში, „დემოკრატიის ფესტივალზე“ იმყოფება. მან მედიასთან ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი გასვლითი პროექტები და მოქალაქეებთან წინასაარჩევნო გეგმებზე საუბარი საჭიროა.

„რაც უფრო მეტად ახლოს იქნება გაცნობილი სხვადასხვა პარტიების პროგრამები და ხედვები ჩვენი მოქალაქეებისადმი, იქნება ძალიან კარგი. რაც შეეხება „ქართული ოცნების” კომენტარს, ეს ის „ქართული ოცნებაა”, რომელიც ხელმძღვანელობს რუსული კანონით და შესაბამისად მათთვის ყველაფერი საშიშროებას წარმოადგენს, რომელიც არის გამჭვირვალობაზე, ნამდვილ გამჭვირვალობაზე და არა მოგონილ გამჭვირვალობაზე დაყრდნობილი, რაც არის დემოკრატიასთან კავშირში”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს – სადაც სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ საუბრებენ.