იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს

14
spot_img

პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩილ გორდულაძე აირჩია. მის კანდიდატურას პარლამენტის 87-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არჩილ გორდულაძეს კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.