იტალიაში ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, პალერმოს მთავარი აეროპორტი დროებით დაიხურა.
სტიქიამ შეფერხება გამოიწვია საავტომობილო გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალზეც.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი ტემპერატურა, ხანძრის ლოკალიზებაში ხელს უშლით.
კუნძულ სიცილიაზე ცალკეულ ადგილებში, ორშაბათს ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რამაც ცეცხლის ახალი კერები გააჩინა.
სითბური ტალღების შედეგად, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, იტალიის 16 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული ამოქმედდა.