იტალია ბავშვების დაბადების მოწმობებიდან ლესბოსელი დედების სახელების ამოღებას იწყებს

238
spot_img

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონის მიხედვით, ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქ პადუაში შვილების დაბადების მოწმობიდან არაბიოლოგიური ლესბოსელი დედების სახელებს დაბადების მოწმობიდან ამოიღებენ. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

საუბარია იტალიელი ქალების 33 ბავშვის დაბადების მოწმობაზე, რომლებმაც ხელოვნური განაყოფიერება საზღვარგარეთ ჩაიტარეს, ხოლო შემდგომ თავიანთი შვილები პადუას მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის სერჯო ჯორდანის ხელმძღვანელობის დროს დაარეგისტრირეს.

როგორც CNN პროკურორებზე დაყრდნობით იტყობინება, 20 ივლისის მდგომარეობით 27 დედის სახელი ამოიღეს დაბადების მოწმობიდან.

„როდესაც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა პირობა დადო, რომ დაბადების მოწმობიდან ამოიღებდა „დედა“-ს და „მამა“-ს, მაგრამ მან დაპირება არ შეასრულა, ნაცვლად ამისა კი, მისმა მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას უბრძანა, შეეწყვიტათ ერთი და იმავე სქესის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია ორივე მშობლის სახელით. ახლა კი დაბადების მოწმობაში შეიძლება მხოლოდ ბიოლოგიური მშობლის აღნიშვნა“, – წერს მედიასაშუალება.

არატრადიციული გაერთიანებებისა და ორიენტაციების მხარდამჭერები აქტიურად ეწინააღმდეგებიან იტალიის ხელისუფლების ქმედებებს, ხოლო თავად იტალიის პრემიერს „ფაშისტს“ უწოდებენ.

„სუროგაცია იტალიაში არალეგალურია და გეი ქორწინება ლეგალიზებული არ არის. იმის გამო, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ურთიერთობები არ არის აღიარებული კანონით, არაბიოლოგიურმა მშობელმა შვილად აყვანისთვის მთავრობას უნდა მიმართოს.

პადუა პირველი ქალაქია იტალიაში, რომელმაც დაბადების მოწმობები გააუქმა, უფლებადამცველი ჯგუფები შეშფოთებულნი არიან, რომ სხვა რეგიონებიც, იგივე გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – წერს მედიასაშუალება.