,,ისტორიული თვალსაზრისით, ყირიმი უმეტესად რუსეთის ხელში იყო ”- ანჯეი დუდა

44
spot_img

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა უკრაინა ყირიმის დაბრუნებას. მისივე თქმით, ისტორიული თვალსაზრისით, ყირიმი უმეტესად რუსეთის ხელში იყო.

„არ ვიცი, უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს თუ არა, მაგრამ მჯერა, რომ ის დაიბრუნებს დონეცკს და ლუგანსკს. ყირიმი განსაკუთრებული ადგილია, მათ შორის, ისტორიული მიზეზების გამოც. სინამდვილეში, თუ ისტორიულად შევხედავთ, ის უმეტესად რუსეთის ხელში იყო“, – ციტირებს Reuters დუდას სიტყვებს.

როგორც გამოცემა წერს, ანჯეი დუდას განცხადებას პოლონეთის მმართველი კოალიციის კანონმდებელთა კრიტიკა მოჰყვა.