აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს სრული უფლება უპასუხოს „ჰეზბოლას“ გოლანის მაღლობებზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გოლანის მაღლობებზე თავდასხმაზე პასუხი მკაცრი იქნება.
„ეს ბავშვები ჩვენი შვილები არიან, ისინი ყველა ჩვენთაგანის შვილები არიან. ისრაელის სახელმწიფო ამას ვერ შეეგუება. ჩვენი პასუხი იქნება მკაცრი“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
27 ივლისს, გოლანის მაღლობების ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. დაჯგუფება ბრადლებას უარყოფს.
საპასუხოდ ლიბანის სამხრეთით მდებარე ქალაქ შაქრაზე, ისრაელმა დრონებით იერიში მიიტანა.