ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანის რამდენიმე ქალაქში მოიერიშე თვითმფრინავებით “ჰეზბოლას” ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ერთ-ერთ სოფელში კი საფრთხე არტილერიის გამოყენებით გაანეიტრალეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღამით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 15 რაკეტა გაისროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ნაწილი კი – ღია ადგილებში დაეშვა. თავდასხმის შედეგად დაზიანებები არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.