ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთი ბრიგადა დატოვა

21
spot_img

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთიდან, სამხედროების დიდი ნაწილი გამოიყვანა და მხოლოდ ერთი ბრიგადა დატოვა.

როგორც თავდაცვის ძალებში განმარტავენ, ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიამ ხან-იუნისი დატოვა.

ღაზის სექტორის სამხრეთში რჩება მხოლოდ ერთი, „ნაჰალის“ ბრიგადა, რომელიც ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლს უზრუნველყოფს. ამ მონაკვეთის კონტროლით, ისრაელს შეუძლია რეიდების მოწყობა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზის სექტორში.