ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ალეპოს აეროპორტებს დაესხა თავს, – ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ ავრცელებენ.
მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმამ აეროპორტების დასაჯდომ-ასაფრენი ბილიკები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების საპასუხოდ სირიის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
ისრაელში სირიის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სირიაში მიემგზავრებოდა, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის გამო, იძულებული გახდა თეირანში დაბრუნებულიყო.