ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმის შედეგად ასაფრენი ბილიკი დაზიანდა და აეროპორტის მუშაობა შეწყდა. ამასთან, გაზეთი ალ-ვატანი იტყობინება, რომ აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის აღდგენილი იყო. მანამდე აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ინფორმაცია ალეპოს აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.