ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებებზე დარტყმები 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, სარაკეტო გამშვებების უმეტესობა ჩრდილოეთ ისრაელისკენ, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრისკენ იყო მიმართული და იერიშის შედეგად 40-ზე მეტ ტერიტორიას დაარტყეს, სადაც გამშვებები იყო განლაგებული.
ლიბანური მედიის ცნობით, ლიბანის სამხრეთ ისრაელის ავიაიერიშს, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ წინასწარი საჰაერო იერიში განახორციელეს მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი თავდასხმის განხორციელების გეგმები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით შეჩერდა ავიარეისები თელ-ავივისა და ბენ გურიონის აეროპორტებში, თუმცა, მოგვიანებით აღდგა.