ისრაელის სამხედროებმა ღაზაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადეს

7
spot_img

 

ისრაელის სამხედროებმა ღაზაში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. კონფლიქტის ზონაში ჩავიდა შტაბის უფროსი, გენერალი ეიალ ზამირი.

მისი თქმით, “ცახალი” შეტევას გააგრძელებს და ამავდროულად მოქნილად იმოქმედებს იმისთვის, რომ კატარში მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს.

ღაზაში ისრაელს ამჟამად ხუთი დივიზია ჰყავს მობილიზებული. იერიშებს, ბოლო 24 საათში, კიდევ 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

ისრაელი აცხადებს, რომ ნებართვას გასცემს პალესტინურ ანკლავში შეზღუდული ოდენობით ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე, თუმცა როდის შევა მარაგები ღაზაში – ამ დრომდე გაურკვეველია.