ისრაელის მხრიდან სირიაზე თავდასხმა პროვოკაციაა, თურქეთი ყველა საშუალებით სირიის გვერდით იქნება – ერდოღანი

8
spot_img

ისრაელის თავდასხმები სირიის ტერიტორიაზე ამ ქვეყანაში ახალი ადმინისტრაციის დროს დაწყებული დადებითი კლიმატის ძირის გამოთხრის მცდელობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორის და ლიბანის შემდეგ, ახლა ისრაელმა ცეცხლის სირიაში გავრცელება და იქაც სისხლისღვრა გადაწყვიტა.

„ისრაელის მხრიდან ეს პროვოკაციაა და მიუღებელია. ჩვენ სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც ჩვენს მეზობელ სირიას არასტაბილურობის ახალ ჭაობში ჩაითრევს. ჩვენი საზრუნავი რეგიონში მეტი კონფლიქტი კი არა, მეტი მშვიდობა და სიმშვიდეა“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სირიასთან 900-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და მომავალ პროცესში ყველა საშუალებით თურქეთი სირიის გვერდით იქნება.