ისრაელის ავიაციამ ბეირუთი დაბომბა

11
spot_img

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„ცაჰალის“ მტკიცებით, მათ ბეირუთში მდებარე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კუთვნილი იარაღის ცხრა საცავი და სამეთაურო ცენტრები დაბომბეს. ყველა ობიექტი მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებში იყო განთავსებული.

საჰაერო იერიშებამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ ბეირუთის მოსახლეობა გააფრთხილა, რათა მსხვერპლის მინიმიზაცია მომხდარიყო. „ეს დარტყმები არის ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ „ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შეზღუდვისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი, რათა მან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობასა და არმიაზე თავდასხმების განხორციელება ვერ შეძლოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.