ისრაელის არმიის ინფორმაციით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბეს

0
spot_img

ისრაელმა „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ბედი ამ დროისთვის უცნობია , – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედროები და მედია ავრცელებენ.

ისრაელის სამხედროების თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 27 სექტემბერს საღამოს მასობრივი ავიადარტყმები განახორციელეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მათ აღნიშნეს, რომ ავიადარტყმების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მთავარი შტაბი წარმოადგენდა.

ისრაელის მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ავიადარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იყო, რასაც მის ბედთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები მოყვა.

გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმებმა 6 შენობა გაანადგურეს.

Reuters-ის თანახმად, ლიბანის უშიშროებიდან წყაროს თანახმად, შენობა, რომელიც ავიადარტყმების სამიზნე გახდა, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურობის შეკრების ადგილს წარმოადგენდა.