ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია ჩრდილოეთში ძალთა ბალანსის შესაცვლელად მოქმედებს.
„მათთვის, ვისაც ჯერ არ ესმის, მინდა განვმარტო ისრაელის პოლიტიკა. ჩვენ არ ველოდებით საფრთხის დადგომას, ჩვენ ვმოქმედებთ მის წიწასწარ გასანეიტრალებლად. ეს ხდება ყველგან, ომის ნებისმიერ თეატრში, ნებისმიერ დროს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ანადგურებს ტერორისტული დაჯგუფების მაღალჩინოსნებს, ტერორისტებსა და სარაკეტო დანადგარებს.
„მე პირობა დავდე, რომ ჩვენ შევცვლით უსაფრთხოების ბალანსს, ძალთა ბალანსს ჩრდილოეთში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვანადგურებთ ათასობით რაკეტას, რომელიც მიმართულია ისრაელის ქალაქებსა და ისრაელის მოქალაქეებზე“, – დასძინა მან.