ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კატარში დელეგაციას გაგზავნის

5
spot_img

ისრაელი კატარში დღეს დელეგაციას გაგზავნის ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში მოთხოვნილი ცვლილებები მიუღებელია.

„წუხელ მოგვაწოდეს ცვლილებები, რომლის შეთანაც „ჰამასს“ კატარის წინადადებაში სურს და ის ისრაელისთვის მიუღებელია“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, დელეგაცია მაინც გაემგზავრება კატარში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები შესაძლო მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმებაზე იმ წინადადების საფუძველზე, რომელსაც ისრაელი დაეთანხმა.