
ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვულკანმა ამოხეთქა. ამის შესახებ BBC წერს.
კრატერიდან ამოფრქვეული გავარვარებული ლავა ახლო მდებარე დასახლებებს საფრთხეს უქმნის, რის გამოც 4 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.
ამასთან, ვულკანის გამო, რეიკიავიკთან ახლოს მდებარე საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეფერხდა.