ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ – დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

4
x
spot_img

ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ისინი არჩეული ხელისუფლება არიან.

„ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ. ეს ტრადიცია მოსდევს „ნაციონალურ მოძრაობას“ – წაგებული ომის გამარჯვებულად გამოცხადება და ასე შემდეგ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ავლენს უდიდეს უვიცობას სამართლებრივ საკითხებში, როდესაც საუბრობს საარჩევნო სიების ჩახსნაზე და ასე შემდეგ.

„ჩაიხედონ კანონმდებლობაში და გაიგებენ, არ უნდა ეს პოპულისტური და პიარსვლებით ვიღაცების გულის მოგება. ეს ვიღაცები რეალურად მათი ამომრჩეველია, მათი ელექტორატია, რომელმაც საკუთარი ნდობა გადასცა ამ რადიკალურ ოპოზიციას. ახლა რამდენად მისაცემი იყო მათთვის ნდობის ეს ხარისხი ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს იმ დაბალი პროცენტით, მაგრამ მაინც. ამ ხმის მიცემაში რა იგულისხმება, რომ ისინი უნდა შებრძანდნენ პარლამენტში და შეასრულონ იმ ოპოზიციონერის პოლიტიკური ვალდებულებები, რომელიც რეალურად არსებობს საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, მაგრამ მათ ეს არ სურთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რეალურად ამ პარტიებს „სახლობანას“ თამაში უწევთ დღეს, როდესაც თავის თავზე ისეთ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ, თანაც არჩეულს. მათიკაშვილის შეფასებით, რადიკალები ილუზორულ ლაბირინთებში არიან და ცდილობენ თავის ამომრჩევლებთან დიდი ტყუილის კასკადის ფარგლებში, ნდობის ხარისხი აწიონ და კადრულობენ ასეთ სისულელეს.

რაც შეეხება წამყვანის კითხვას დასავლელი მეგობრებისგან მოწოდებულ იდეაზე – შეიქმნას ერთიანი ფორმატი მათთან საკომუნიკაციოდ, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება კოლონიალურ დამოკიდებულებაში, რომელიმე მის მეგობარ პარტნიორ ქვეყანასთან ან საერთოდ რომელიმე ქვეყანასთან მსოფლიოში.

„საქართველო იყო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს კოლონიალური დამოკიდებულებები, საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და არაჩვეულებრივად იცის რა არის კოლონიალური დამოკიდებულება. საქართველო ვეღარ გახდება ვერავის კოლონია. ჩვენი გზა არის ევროპული და ჩვენი გზა არის დემოკრატიული, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის კოლონია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.