,,ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა”- დავით მათიკაშვილი 

17
spot_img

ის რომ მას ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა. ეს არაერთგზის დადასტურდა, ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა მედიასთაბ  პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს დაურთავს.

„თუმცა მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ადამიანებთან, ვისაც ბევრად გულისყურით უსმენს, ვიდრე შეიძლება რაიმე ხმა მოისმინოს კონსტიტუციიდან, პარლამენტიდან თუ მთავრობიდან. მათთან ბევრად გახსნილია ქალბატონი პრეზიდენტი. ამიტომ მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ შეთანხმებას ჰქონდეს ადგილი, რომლითაც ვეტო იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნით. თუკი იქნება გამოყენებული და თუკი იქნება სამართლებრივად დასაბუთებული შენიშვნები, ამის განხილვის და დასაბუთების შემთხვევაში გათვალისწინების პირობა უკვე მიცემულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.