,,ის რაც გუშინ კონგრესზე ქართველმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს, ცრუ დასმენაა”- მიხეილ ყაველაშვილი

23
spot_img

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გამართულ კონგრესს ეხმიანება.

დეპუტატის განმარტებით, ის რაც გუშინ კონგრესზე ქართველმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს, ცრუ დასმენაა, რაც მისთვის მიუღებელია.

ყაველაშვილი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის მოსასმენად, უმჯობესი იქნებოდა, კონგრესზე ელჩიც მიეწვიათ. მისი თქმით, მაშინ როდესაც საუაბრაი სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე, თანასწორობასა და პარტნიორობაზე, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

„როგორ უნდა შეგეძლოს, საკუთარ ქვეყანაზე, უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ასეთი დასმენით საუბარი, სულ რომ რეალობა და სიმართლე იყოს. ეს ხომ არაჯანსაღი პროცესია. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, თანასწორობაზე, პარტნიორობაზე. მინიმუმ ელჩი მაინც მიეწვიათ, რომ ხელისუფლების და მათი მხარდამჭერი ადამიანების განსხვავებული აზრი მოესმინათ. კარგად არის გასაანალიზებელი – რას გადაურჩა ჩვენი ქვეყანა და რა საშიშროების წინაშე არის ამ ზეწოლიდან გამომდინარე“,-აღნიშნა ყაველაშვილმა.