ირანმა სირიიდან სამხედრო პერსონალის ევაკუაცია დაიწყო

5
spot_img

ირანმა სირიიდან სამხედრო პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ სამ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერაყსა და ლიბანში ევაკუირებულ სამხედროებს შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფის „ყუდსის ძალების“ მეთაურები არიან. ამასთან, მიმდინარეობს ირანის დიპლომატიური პერსონალის ნაწილის, მათი ოჯახის წევრებისა და ირანის მოქალაქეების ევაკუაცია. მათი ნაწილი ქვეყანას ტოვებს თვითმფრინავით, ნაწილი კი სახმელეთო გზით ლიბანსა და ერაყში გადადის.

რუსეთთან ერთად, ირანის ძალები ასადის მთავრობას სირიაში მრავალწლიანი ომის მიმდინარეობისას უჭერდნენ მხარს. ამასთან, ირანი სირიას იყენებდა ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლასთვის“ იარაღის ტრანსპორტირების საკვანძო მარშრუტად.

გავრცელებული ცნობებით, სირიაში ამბოხებულთა ძალებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს, მათ შორის აჯანყებულები ქალაქ ჰომსა და დარაში შევიდნენ.