ირანში გადაწყვიტეს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალონ, ასევე სააგენტოს მიერ ობიექტებზე განთავსებული სათვალთვალო კამერები მოხსნან.
„პოლიტიკო“ ცნობით, მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ გზით ისრაელმა „ბირთვული ობიექტის მონაცემები“ მოიპოვა.
მედია წერს, რომ მანამდე თეირანმა ატომური ენერგიის სააგენტოს ნება დართო, შესულიყო და შეემოწმებინა ბირთვული ობიექტები, ასევე გამოეყენებინა სათვალთვალო მოწყობილობები, რაც მნიშვნელოვანი ვალდებულებაა იმ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თეირანმა 2015 წელს საფრანგეთთან, რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-თან, გერმანიასთან და ევროკავშირთან გააფორმა.