ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა

4
spot_img

ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგად ბირთვულ ობიექტებთან რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პირჰოსეინ კულივანდმა განაცხადა, რომ ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ისრაელის ცალკეული დარტყმების შედეგად სამი მაშველი დაიღუპა.

ამასთან, კულივანდმა აღნიშნა, რომ ისრაელი მიზანმიმართულად ესხმის თავს საავადმყოფოებს, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს.