ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

7
spot_img

ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 800 ადამიანი.

ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.

გლობალური საზღვაო რისკების მართვის კომპანიის, Ambrey Intelligence-ის ინფორმაციით, ხანძარი ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის ტვირთისადმი არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. ირანის ეროვნული კატასტროფების მართვის ორგანიზაციის განცხადებით, შაჰიდ რაჯაის პორტს ქიმიკატების უსაფრთხო შენახვასთან დაკავშირებით ოფიციალური პირებისგან გაფრთხილება მიღებული ჰქონდა.