საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, და საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფება გაძლიერდება“, – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში.
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს სესიაზე ხმათა უმრავლესობით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.