![ჯ](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/j-1.jpg)
პრემიერის თქმით, 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, ბევრი რამის დათმობა მოუწია, რადგან მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ საქართველოს ისტორიით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი მისაბაძი მაგალითი, ძალიან ცნობილი მეფეები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვყავს, მაგალითად, მეფე დავით IV, რომელმაც საქართველო მართლაც დიდებულად აქცია ჩვენს ისტორიაში.
ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი მეფე ერეკლე II და მან მიიღო ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებები, რომლის წყალობითაც საქართველომ მოახერხა გადარჩენა, რელიგიის დაცვა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ გამხდა დამოუკიდებელი ქვეყანა.
ჩვენ გვყავს, მაგალითად, ძალიან ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია.
ჩვენ ბევრი მისაბაძი მაგალითი გვყავს და ვამაყობთ საქართველოს ისტორიით.
როცა ვსაუბრობთ თანამედროვე პოლიტიკაზე, ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის, ამას ჩვენი თანაგუნდელებიც დაადასტურებენ, რომ გვყავს ჩვენი პარტიის ლიდერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ბიზნესმენი იყო, ახლა კი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის. მან ბევრი გაიღო ამ ქვეყნის ინტერესებისთვის.
2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, ბევრი რამის დათმობა მოუწია, რადგან მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა. ადამიანებისთვის ადვილი არ არის მსხვერპლის გაღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ აქვთ ასეთი დიდი დაბრკოლებები.
მაგრამ მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო.
ბოლო სამი წლის განმავლობაშიც კი, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლის გამო, მას უამრავი პირადი პრობლემა შეექმნა. შემიძლია ძალიან მტკიცედ ვთქვა, რომ ჩვენთვისაც და ჩემთვისაც ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია და მის ნაბიჯებს მივყვებით”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.