ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა

314
spot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო და ბელარუსში ერთ კონტექსტში ახსენა. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ხშირად უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებთან.

„მე ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყველანი ზარალდებიან აი ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. ერთი რამე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას – მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე. დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ჩემი კომენტარი“, – განაცხადა პრემიერმა.