ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის დღეების“ ფარგლებში შვედეთის დღის გახსნის ცერემონიას დაესწრო

120
spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის დღის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე შვედეთის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს.

 

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს – ევროკავშირის ელჩ ბატონ პაველ ჰერჩინსკის, შვედეთის ელჩს მინდა მივესალმო განსაკუთრებით და ჩვენს მერს, ბატონ კახას [კალაძეს]. მოგეხსენებათ, რომ აღვნიშნავთ ევროპის დღეებს. გუშინ ბატონ ელჩებთან აღვნიშნეთ ევროპის დღეების გახსნა ოფიციალურად. ასევე, გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი ოფიციალურად გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან და მანამდე შვედეთი არის თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ.

 

მინდა კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო – ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან, სასიამოვნო საღამო შესთავაზეს ჩვენს მოსახლეობას. დღეს ასევე გველის შვედური საღამო თავისი კულტურული ელემენტებით. ასე რომ, დიდი მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

თბილისში „ევროპის დღეები“ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის. ღონისძიებები. გუშინდელი დღე, 6 მაისი, ესპანეთს მიეძღვნა.