
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული, კერძოდ:
ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებიტ შეზღუდულია:საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზისკმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე .
ინტენსიური თოვისა, დაბალი ტემპერატურისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ახალქალაქი კარწახის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი)მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე,ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურისსაავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი)მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისსაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილოგზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილისსაავტომობილო გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები:შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე)მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.