„ის, რომ დასავლეთში კეზერაშვილს ძალიან გავლენიანი მფარველები ჰყავს, ეს ჯერ კიდევ 2013 წელს გამოჩნდა. ქოლ-ცენტრების საქმეც და გერმანელი პენსიონერების ძარცვაც ჩვეულებრივად მიიჩქმალებოდა, რომ არა BBC -ს ჟურნალისტური გამოძიება, რამაც საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. დაკავებულია კეზერაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი პირი რატი ალექსიძე, რომელიც სავარაუდოდ გამოძიებას სხვა ფიგურანტებზეც გაიყვანს,“- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთავარი კი ისაა, რომ იმ უცხოელი მფარველების გავლენებს მასშტაბები ნალ-ნელა უმცირდებათ და იმ საცეცებს, რომლითაც საქართველოზე არიან ჩაჭიდებულნი, ძალა ეკარგებათ.
„ის, რომ დასავლეთში კეზერაშვილს ძალიან გავლენიანი მფარველები ჰყავს, ეს ჯერ კიდევ 2013 წელს გამოჩნდა, როცა ის საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა და 2014-ში წითელი ცირკულარიდან ამოიღო. ბუნებრივია მას ასეთ მფარველობას „ლამაზი თვალების“ გამო არ უწევდნენ.
ქართული ჯარის ძარცვითა და ბიზნესის რეკეტით დაფინანსებული მედია, პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად ასრულებდნენ იმ დავალებებს, ვისაც საქართველოში სულ მცირე დესტაბილიზაცია, არსებული ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლა და ქვეყნის ომში ჩართვა სურს.
ომში ჩართვა, არა იმის გამო, რომ უკრაინელი ხალხის ბედი აწუხებთ, სურთ იმის გამო, რომ ყველამ კარგად იცის – ომში ძალიან დიდი ფული იშოვება. ქოლ-ცენტრების საქმეც და გერმანელი პენსიონერების ძარცვაც მიუხედავად ქართველი და გერმანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე წლიანი გამოძიებისა, ჩვეულებრივად მიიჩქმალებოდა, რომ არა BBC -ს ჟურნალისტური გამოძიება, რამაც საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია (ზუსტად იგივე შედეგი იქნებოდა რომ სააკაშვილის ბანდის საქმიანობის შესახებ მსგავსი გამოძიება რომ ჩატარებულიყო და დასავლური მედიით გაშუქებულიყო). პირველი შედეგიც დადგა.
დაკავებულია კეზერაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი პირი რატი ალექსიძე, რომელიც სავარაუდოდ გამოძიებას სხვა ფიგურანტებზეც გაიყვანს. მთავარი კი ისაა, რომ იმ უცხოელი მფარველების გავლენებს მასშტაბები ნელ-ნელა უმცირდებათ და იმ საცეცებს, რომლითაც საქართველოზე არიან ჩაჭიდებულნი, ძალა ეკარგებათ,” – წერს გია გაბრიჭიძე.